“კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ჩამოყალიბებული გეგმა აქვს, რომელიც ხელისუფლების ძალისმიერ დამხობას გულისხმობს” – ვოლსკი

“სალომე ზურაბიშვილს წინადადება ჰქონდა, რომ ტექნიკური მთავრობა შეექმნა და პრემიერ-მინისტრის კანდიდატი წარედგინა, მისი მხრიდან ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებები ოპოზიციის მიმართ იყო შეთავაზებული, რაც უარყოფილი იყო”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოების დიდმა ნაწილმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მხარი კონკრეტული მიზნების განხორციელებისთვის დაუჭირა.

“რა ფორმატი და პლატფორმაც არ უნდა შექმნან, რა საკვირველია, მთავარი ისაა, რაც საზოგადოების დიდ ნაწილს აწყობს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს პოლიტიკური ტრიუკია, გარკვეული ნაბიჯია, რათა ხალხს პროცესი დაანახოს და ამაში არანაირი შინაარსი არ დევს, გარდა იმ დესტრუქციისა, რასაც სალომე ზურაბიშვილი და ყველა ის რადიკალური პოლიტიკური სუბიექტები მიჰყვებიან, რომლებიც გაერთიანებული კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახელის ქვეშ არიან. სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციური უფლება არ აქვს, რომ არჩევნები დანიშნოს გარდა იმ შემთხვევისა, თუ პარლამენტმა მთავრობას ნდობა არ გამოუცხადა. თუ მისი მხრიდან ეს ნაბიჯი გადაიდგა და არჩევნებს დანიშნავს, ის მისი რიტორიკიდან კონკრეტულ ქმედებაზე გადავა, რასაც ხელისუფლების დამხობის მცდელობა ჰქვია. რა საკვირველია, ეს მცდელობა გარკვეულ დანაშაულს შეესაბამება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსშია აღწერილი. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ შორის ერთიანი აზრი არ არსებობს”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები