დავით შერაზადიშვილი: მიხარია, რომ წინასაახალწლო განწყობით შევიკრიბეთ

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი – დავით შერაზადიშვილი ბოლნისში წინასაახალწლო კონცერტს დაესწრო და მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

“მიხარია, რომ წინასაახალწლო განწყობით შევიკრიბეთ და მომეცა შესაძლებლობა თქვენთვის პირადად მომელოცა დამდეგი 2025 წელი.

მიმდინარე წელი გამოირჩევა სირთულეებით თუმცა მჯერა, რომ ყველაფერს ერთად გადავლახავთ და განვაგრძობთ მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას!

ჩემო თანამოქალაქენო, მეგობრებო ბედნიერი ვარ, რომ დღეს ერთად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაგეგმილ საახალწლო ღონისძიების ფარგლებში ვზეიმობთ და ვხედავ ამდენ მხიარულ,ბედნიერ სახეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას , სიხარულს და წარმატებებს!“, –  აღნიშნა დავით შერაზადიშვილმა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები გაიმართა. მერიის მიმდებარედ, 14:00 საათიდან მოეწყო საშობაო ბაზრობა, გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცეები.

ტერიტორიაზე განთავსებული იყო ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.

საახალწლო ღონისძიებები თეატრალური კვარტეტის, ბენდ „მიქსტურას „კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები