ირაკლი ქადაგიშვილი: აღმოჩნდა, რომ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით თურმე შეიძლება საგნობრივი საუბარი, მათ შორის ევროპის მხრიდანაც

“დღეს აღმოჩნდა, რომ ამ კანონთან (“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”) დაკავშირებით თურმე შეიძლება საგნობრივი საუბარი, მათ შორის ევროპის მხრიდანაც”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” საგნობრივი საუბრის მომხრე ყოველთვის იყო.

“ამ კანონთან დაკავშირებით “ქართული ოცნება” – იქნება ეს მთავრობა თუ საპარლამენტო გუნდი, სულ ამბობდა, რომ ვინმე დაჯდეს და კანონთან დაკავშირებით გვესაუბროს. ანუ, ის კლიშე, რომ გამჭვირვალობა არის რუსული მოვლენა, დამღუპველია, საერთოდ აბსურდში შევდივართ. დღეს აღმოჩნდა, რომ ამ კანონთან დაკავშირებით თურმე შეიძლება საგნობრივი საუბარი, მათ შორის ევროპის მხრიდანაც. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ამ საგნობრივი საუბრის მომხრე ნებისმიერ კანონთან დაკავშირებით, რაზეც პირდაპირ ხდებოდა ხოლმე კანონის ან კანონპროექტის შერაცხვა, დაბულინგება და შავრაზმულ თემად გამოცხადება. ჩვენ სულ ვამბობდით, რომ თუ შეიძლება არგუმენტებით ვიმსჯელოთთქო. თუ იქნება კონკრეტული არგუმენტი, რომლითაც გამჭვირვალობის საკითხის გადაჭრა მათთვის გასაგები და მისაღები ფორმით იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ასეთ საუბარსა და მსჯელობაზე თანახმა ვართ”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, მთავრობისგან მიიღო დაპირება, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს შეცვლის, რისთვისაც სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები