ზელენსკი ბრიუსელში ევროპელ პარტნიორებთან შესახვედრად ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ევროპას სჭირდება ძლიერი, ერთიანი პოზიცია მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ყველა ფუნდამენტური საკითხი, რომელიც ევროპაზე ახდენს გავლენას და ერთ-ერთი მათგანი უდავოდ არის რუსეთის ომის დასრულება უკრაინის წინააღმდეგ, ევროპული სახელმწიფოებისგან კოორდინირებულ და ეფექტურ მუშაობას მოითხოვს“, – წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდება საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, დანიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ჩეხეთის ლიდერებსა და მთავრობის მეთაურებს, ასევე NATO-ს გენერალურ მდივანს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და ევროკომისიის პრეზიდენტს.