რუსთავი – თბილისის სამარშრუტო ხაზზე ტენდერი გამოცხადდა

    რუსთავი – თბილისის სამარშრუტო ხაზზე ტენდერი გამოცხადდა, ხოლო შიდა საქალაქო მარშუტებზე კონკურსი გაურკვეველი ვადით გადაიდო – ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ ტრანსპორტის პროფესიული კავშირების თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც დავით ჯიქიამ აღნიშნა, მგზავრთა გადაყვანის ნებართვის გაცემაზე ორი მნიშვნელოვანი პუნქტი მკაცრად იქნება დაცული. მისივე თქმით, კონკურსში გამარჯვებული ნებისმიერი კომპანია ვალდებული იქნება, დაასაქმოს აღნიშნულ მარშრუტზე მომუშავე მძღოლები და ასევე შეინარჩუნოს მგზავრობის ფასი.
„მძღოლის უფლებები დაცული იქნება, ავტომატურ რეჟიმში ხდება ერთიანი ფორმირება და მათი სურვილის შემთხვევაში გამარჯვებულ კომპანიასთან ითანამშრომლებს და ჩვენ გვექნება ვალდებულება, რომ ისინი აუცილებლად დასაქმდებიან, რაც შეეხება ფასს, წესში წერია, რომ ვერ გაიმარჯვებს კომპანია, თუ ის წარადგენს მაღალ ფასს“,- განაცხადა დავით ჯიქიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები