უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატებისგან 20 მილიარდ დოლარის სესხს მიიღებს, რომელიც გაყინული რუსული აქტივებით დაიფარება

უკრაინა აშშ-ისგან 20 მილიარდ დოლარის სესხს მიიღებს, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით დაიფარება.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თანხა გამოიყოფა G7-ის საგანგებო შემოსავლების დაჩქარების (ERA) ინიციატივის ფარგლებში, რომელიც უკრაინას 50 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას უწევს. შეერთებული შტატების გარდა, ევროკავშირის ქვეყნებს, დიდ ბრიტანეთს, კანადასა და იაპონიას თავიანთი წვლილი შეაქვთ.

„ეს თანხები, რომლებიც რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოულოდნელი სახსრებით დაიფარება, უკრაინას კრიტიკულ მხარდაჭერას გაუწევს, რადგან ის თავის ქვეყანას არაპროვოცირებული აგრესიული ომისგან იცავს“, – განაცხადა ხაზინის მდივანმა ჯანეტ ლ. იელენმა.

მისი თქმით, G7-ის ქვეყნების მიერ ერთობლივად გამოყოფილი 50 მილიარდი დოლარი უკრაინას საშუალებას მისცემს, დააფინანსოს გადაუდებელი დახმარების სერვისები, საავადმყოფოები და წინააღმდეგობის სხვა საყრდენები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები