შსს-ს აკადემია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარათან ითანამშრომლებს

  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი შსს-ს აკადემიაში გაფორმდა. დოკუმენტს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა მოაწერეს ხელი.როგორც შს სამინისტროდან „კვირას“ აცნობეს, მემორანდუმი მიზნად ისახავს სამინისტროს მოსამსახურეთათვის პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ტრენინგების დაგეგმვასა და განხორციელებას.
მემორანდუმის მხარეები მზადყოფნას გამოთქვამენ, საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთს დახმარება აღმოუჩინონ საგანმანათლებლო და ორგანიზაციულ-ტექნიკური რესურსებით სარგებლობაში. ასევე, ტრენინგების, სემინარების და სამუშაო შეხვედრების ერთობლივი ორგანიზება და მათში აქტიური ჩართულობა უზრუნველყონ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიერ 15 თებერვლიდან ერთობლივად დაიწყო ტრენინგების ჩატარება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე. ტრენინგების ფარგლებში მონაწილეები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის შესახებ ინსტრუქციას გაეცნობიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები