შსს-ს პოლონეთის ეროვნული პოლიციის წარმომადგენელი ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ევროპის პოლიციის კოლეჯის (CEPOL) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პოლონეთის ეროვნული პოლიციის წარმომადგენელი ალექსანდრა ბორცუკა ეწვია.
სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია საერთაშორისო სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების, შსს-ში განხორციელებული რეფორმების, ასევე, პოლიციის სწავლებისა და ტრენინგის საკითხებზე გამოცდილების გაზიარება.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში პროექტების კოორდინაციის, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის და განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ასევე გაიმართა შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს და შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები