მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს

სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში, ცოფის ვირუსის ლიკვიდაციის მიზნით, სადეზინფექციო ღონისძიებებს ახორციელებენ; ცოფის გავრცელების კერაში მიმდინარეობს ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, ვეტერინარული ზედამხედველობა; საკარანტინო პერიოდში შეზღუდულია ცხოველთა გადაადგილება;

დეზინფექცია უტარდება იმერეთის დეპარტამენტის ავტომობილებსაც, რომლითაც გადაიყვანეს ინფიცირებული ცხოველი.

მიმდინარე წლის 14 აპრილს, ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ უპატრონო ძაღლს, რომელიც საეჭვო სტატუსით, იზოლირებულად, დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, ლაბორატორიულად ცოფი დაუდასტურდა (გამოცდის ოქმი #2465)”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები