“ორბელიანების სასახლეში შედგა ეროვნული თანხმობა იმის შესახებ, დღეს რა გვაქვს გასაკეთებელი” – სალომე ზურაბიშვილი

“ორბელიანების სასახლეში შედგა ეროვნული თანხმობა იმის შესახებ, დღეს რა გვაქვს გასაკეთებელი”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა  ბრიფინგზე განაცხადა.

 

“საზოგადოებას, რომელიც გარეთ დგას, მინდა, ვუსურვო მშვიდობა და მხნეობა.

როგორც გუშინ მქონდა ნათქვამი, მოვიწვიე ქარტიის პოლიტიკური პარტიები და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელი, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ეს არის იმის დასტური, რომ აქაც, ორბელიანების სასახლეში შედგა ეროვნული თანხმობა იმის შესახებ, თუ დღეს რა გვაქვს გასაკეთებელი, საით მივდივართ და საით არა”, –  განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები