გიორგი ვოლსკი: ინერცია იმისა, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას, დღემდე მოდის

„ინერცია იმისა, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას, ამ პოლიტიკის ინერცია დღემდე მოდის. რა საკვირველია, ამას სჭირდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც შეასრულებს ყველა მითითებას, თუ ეს მითითება იქნება დღის წესრიგში დაყენებული. “ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ არის ასეთი ხელისუფლება, ის არ დათმობს არც თავის თვითმყოფადობას და არც უსაფრთხოებას”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი აცხადებს.

“გვეუბნებიან, რომ თქვენ ევროკავშირთან გაქვთ აცდენები, ბევრ საკითხში გაქვთ წინსვლა – ამას აღიარებენ, ოქტომბერშიც აღიარეს, მაგრამ აცდენა გაქვთ საგარეო კურსთან დაკავშირებით. მოვიკითხეთ, აბა, რას ნიშნავს საგარეო კურსში აცდენა. საგარეო კურსში აცდენა ნიშნავს, პირველი იმას, რომ ეკონომიკური სანქციები არ გვაქვს რუსეთის მიმართ დაწესებული და იმ სამხედრო დაპირისპირებაში, ნებისმიერი ფორმით – გინდაც, ტყვია-წამლის გაგზავნით, გინდაც, სამხედრო დანიშნულების სხვა ქმედებებით, სამხედრო დახმარებას არ ვუწევთ უკრაინას. ამ ორ თემაში აცდენა გვაქვს. ამას ვაღიარებთ კიდევაც, რადგან ერთიცა და მეორე შემთხვევაც ჩვენ სრულ დანგრევამდე – ფიზიკურ და ეკონომიკურ განადგურებამდე მიგვიყვანს“, – აღნიშნა ვოლსკიმ “იმედის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები