მაჭარაშვილი – ოპოზიციაზე: პარლამენტი ლეგიტიმური არ არისო და შალვა პაპუაშვილს, მის თავმჯდომარეს მიმართავენ, შეგვიწყვიტე უფლებამოსილებაო

“ეს ორმაგი სტანდარტები და ალოგიკური განცხადებები ხალხისთვის უკვე ცნობილია. პარლამენტს არ ცნობენ, ლეგიტიმური არ არისო და შალვა პაპუაშვილს, მის თავმჯდომარეს მიმართავენ, შეგვიწყვიტე უფლებამოსილებაო”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.

“ცესკოს არ ცნობენ, არალეგიტიმურიაო და “ლელო” მიმართავს თავის წევრზე, რომ გაუგრძელოს უფლებამოსილება. ეს არის ის რასაც თავიანთი ამომრჩეველი ედავება, რომ ისინი არიან მატყუარები. ატყუებენ ხალხს, ჯერ საკუთარ თავს არჩევინებენ პარლამენტში, მერე იქ აღარ შედიან, ზოგი კარავში შედის, ზოგი ბრიუსელში გარბის და ასე ატყუებენ თავიანთ ამომრჩევლებს. საზოგადოებამ, მორიგ ჯერზე იხილა ტყუილები. პარლამენტის აღიარება ოპოზიციიდან შალვა პაპუაშვილის მიმართვით და “ლელოს” მხრიდან ცესკოსთვის მიმართვით, რომ გაუგრძელონ თავიანთ წევრს უფლებამოსილება”, – აღნიშნავს მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები