“ევროპარლამენტი, სადაც ნიკა გვარამიას სიტყვა ეთმობა და საშუალება ეძლევა, რომ ვინმეს მიმართოს, უკვე დიაგნოზია” – ნინო წილოსანი
“ევროპარლამენტი, სადაც ნიკა გვარამიას სიტყვა ეთმობა და საშუალება ეძლევა, რომ ვინმეს მიმართოს, უკვე დიაგნოზია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ნინო წილოსანი აცხადებს.
“ევროპარლამენტი, სადაც ნიკა გვარამიას სიტყვა ეთმობა და საშუალება ეძლევა, რომ ვინმეს მიმართოს, უკვე დიაგნოზია და კარგად ჩანს, რა პლატფორმადაც გადაიქცა.
ქართველმა ხალხმა უკვე გააკეთა თავისი არჩევანი და ეს რეზოლუციები თავისით იქმნება, იდება, კენჭი ეყრება, თუმცა ამ ქვეყნის პოლიტიკა იქმნება ქვეყნის შიგნით”, – აღნიშნავს წილოსანი.