„ქართული ოცნება“ კომფორტში არ ამყოფებს ოპოზიციას, ვერ შეუქმნის პოლიტიკურ ფუფუნებას და არ ეტყვის დაუკმაყოფილდებათ თუ არა მათ მანდატების გაუქმების შესახებ მოთხოვნა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციაში თავმოყვარეობა არავის აქვს.
„შემოიტანონ, იქნებ რა გადაწყვეტილებას ვიღებთ? იქნებ ვუწყვეტთ ან არ ვუწყვეტთ? კომფორტში არ ვაცხოვრებთ. ის თუ ვუთხარით ვაკმაყოფილებთ თუ არა, უკვე ზუსტად ეცოდინებათ ამის შედეგები. მაგას წინასწარ როგორ ვეტყვით? შემოიტანონ, ხომ მაგრები არიან, თავმოყვარეობა ხომ აქვთ, თავისი ჭკუით. მე გეუბნებით, რომ არ აქვს არც ერთს თავმოყვარეობა“, – განაცხადა მდინარაძემ.