"იმედში" საკრებულოს წევრები ერთმანეთს ფიზიკურად შეეხნენ
ტელეკომპანია “იმედში”, გადაცემა “რეაქციის” სტუდიაში პირველი ბლოკის დასრულების შემდეგ საკრებულოს უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ,- დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა თავად ტელეკომპანია ,,იმედმა’’ გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ დეპუტატებს შორის დაპირისპირება ჯერ არხის ფოიეში დაიწყო, შემდეგ კი მან ტელეკომპანიის ეზოში გადაინაცვლა. ვიდეომასალაში გარკვევით ისმის საკრებულოს დაპირისპირებული წევრების მიერ ერთმანეთის მისამართით გინება და სხვა სახის შეურაცხმყოფელი მიმართვები. ამავე ვიდეომასალაში ერთ-ერთი პირი არხის ოპერატორს გადაღებას უკრძალავს და ვიდეოკამერის გამორთვის მიზნით მუქარის შემცველი მოწოდებით მიმართავს. საკრებულოს უმრავლესობასა და უმცირესობას შორის სიტუაციის დარეგულირებას არხის დაცვის სამსახური რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდა. გადაცემა “რეაქციის” პირველი ბლოკი თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტს შეეხებოდა.