“ერთ ტარიფს პასუხად მეორე მოჰყვება და ასე მანამ, სანამ ჩვენს საერთო ბიზნესებს საფრთხეს არ შევუქმნით”- მექსიკის პრეზიდენტი

ერთ ტარიფს პასუხად მეორე მოჰყვება და ასე მანამ, სანამ ჩვენს საერთო ბიზნესებს საფრთხეს არ შევუქმნით, – ასე გამოეხმაურა მექსიკის პრეზიდენტი, კლაუდია შეინბაუმი ტრამპის განცხადებას, მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ ყველა პროდუქტზე 25%-იან ტარიფთან დაკავშირებით.

მექსიკის პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის განცხადებით, ტარიფები ინფლაციას, მექსიკასა და აშშ-ში სამუშაო ადგილების დაკარგვას გამოიწვევს.

შეინბაუმმა თქვა, რომ მზადაა ჩაერთოს მოლაპარაკებებში ამ საკითხებზე, მაგრამ დასძინა, რომ ნარკოტიკები აშშ-ის პრობლემაა.

„ნარკოტიკების შედინება თქვენი ქვეყნის საზოგადოებაში მოხმარებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემას წარმოადგენს. აშშ-დან კონტრაბანდული გზით შეტანილი იარაღით მექსიკა დაზარალდა“, – მიმართა მექსიკის პრეზიდენტმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს.

შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ ყველა პროდუქტზე 25%-იან ტარიფს დააწესებს, რომელიც ძალაში იქამდე დარჩება, სანამ აღნიშნული ქვეყნები აშშ-ში ნარკოტიკებისა და მიგრანტების უკანონოდ შესვლას არ შეზღუდავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები