დღეს გიორგობაა

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. დილიდან ტაძრებში სადღესასწაულო წირვა ჩატარდება.

გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება, 6 მაისს ეკლესია წმინდანის აღსრულების დღეს, 23 ნოემბერს –  ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.

წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა, ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა, რის გამოც ის ბორბალზე გააკრეს. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმინდა გიორგი 30 წლისა ეწამა. ის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც უძლეველი ზეციური მხედარი. წმინდა გიორგი საქართველოს მფარველად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები