“ნაცმოძრაობა“ ხავსს ებღაუჭება, როგორმე პარლამენტის პირველ სხდომამდე და, მაქსიმუმ, ახალ წლამდე რადიკალური პროცესები წამოიწყოს” – გურამ მაჭარაშვილი
“ნაცმოძრაობა“ ხავსს ებღაუჭება, როგორმე პარლამენტის პირველ სხდომამდე და, მაქსიმუმ, ახალ წლამდე რადიკალური პროცესები წამოიწყოს”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, “ნაცმოძრაობას” საკუთარი ამომრჩეველი უარს ეუბნება.
“ჩვენ კარგად ვიცით, რომ „ნაცმოძრაობის“ ძირითადი ლეგიტიმაციის მიმცემი წყარო სადაც იყო, იქ უკვე რადიკალურად შეიცვალა პოზიციონირება. ახლა „ნაცმოძრაობა“ ხავსს ებღაუჭება, რომ როგორმე პირველ სხდომამდე და, მაქსიმუმ, ახალ წლამდე რაღაც რადიკალური პროცესები წამოიწყოს, მაგრამ, აბსოლუტურად ლოგიკურად, მათივე ამომრჩეველი უარს ეუბნება. ისინი იყენებენ თავიანთ ამომრჩევლებს, ეუბნებიან წინასაარჩევნოდ, გამოდით, ხმა მოგვეცით, პარლამენტში შეგვიშვითო და მერე პარლამენტში აღარ შედიან. ახლა ეუბნებიან, ჩვენ თბილად ვიქნებით, ვიმორიგევებთ სცენაზე და თქვენ 24 საათი გაიყინეთ და კარვებში იყავითო. ეს ხალხი მოწოდებულია, როგორმე არიონ სიტუაცია“, – აღნიშნავს მაჭარაშვილი.