თამთა მეგრელიშვილი: დასრულდა საგანგებოდ კოლექტიური დასავლეთისგან დავალებული კოჰაბიტაცია ნაცებო!!!

„უკანონობის ჩადენისას არავინ დარჩება დაუსჯელი!” – ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
მისივე თქმით, კოჰაბიტაცია „ნაცმოძრაობასთან” დასრულდა.
„ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში სადაც კანონი ყველასთვის ერთნაირი დავალებაა, ასე რომ გიორგი კალანდარიშვილზე თავდასხმა სამართლებრივად შეფასდა და საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
უკანონობის ჩადენისას არავინ დარჩება დაუსჯელი! დასრულდა საგანგებოდ კოლექტიური დასავლეთისგან დავალებული კოჰაბიტაცია ნაცებო!!!”, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები