“არიან ევროპარლამენტარები, რომლებსაც საღი აზრი არ დაუკარგავთ, არც არაფერზე გაყიდულან და მიიჩნევენ, რომ საქართველოში არჩევნები შედგა” – ზაალ ანჯაფარიძე

“ახალი მოწვევის ევროპარლამენტი, თითქოსდა კონსერვატიული ძალების უფრო დიდი წარმომადგენლობით, როგორც ჩანს, გონებადაბინდულობით და საქართველოდან მირთმეული საცდუნებლებით, ბევრად არ განსხვავდება წინა ევროპარლამენტისგან”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ასევე, “არიან ევროპარლამენტარები, რომლებსაც საღი აზრი არ დაუკარგავთ”.

“კი, არიან ევროპარლამენტარები, რომლებსაც საღი აზრი არ დაუკარგავთ, არც არაფერზე გაყიდულან, მიიჩნევენ, რომ საქართველოში არჩევნები შედგა, ხოლო ევროსტრუქტურების უშნო ფაფხური ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა. თუმცა, ისინი (უფრო სწორად, საღი აზრი) ჯერ ევროპარლამენტში ჯერ ამინდს ვერ/არ ქმნიან”, – წერს ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები