ლევან ნიკოლეიშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე: ისინი აღიარებენ, რომ საქართველოში არჩევნები კარგად ჩატარდა

ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი გამოეხმაურა.

„გუშინ კიდევ არაერთხელ მოვისმინეთ, ვერ ვიტყოდი მარტო მხარდამჭერი დეპუტატებისგან, არამედ ძალიან ღირსეული, წესიერი ადამიანებისაგან, რომ გარდა იმისა, ისინი აღიარებდნენ, რომ საქართველოში არჩევნები ძალიან კარგად ჩატარდა, ისინი ასევე ხაზს უსვამდნენ იმას, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიამ ზედმეტი გააკეთა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასთან დაკავშირებით და ეს ყოვლად მიუღებელია. მათ იციან, რომ ასეთი შიდა საქმეებში ჩარევები და სუვერენიტეტზე შეხებები მათ ქვეყნებსაც გავლილი აქვთ და მაინცდამაინც არ მოსწონთ“, – აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები