ლევან ნიკოლეიშვილი: ოპოზიციის სასოწარკვეთილება ყოველდღიურად იზრდება, მათი ყველა ე.წ. არგუმენტი არაფრის მომცემია

„ოპოზიციის სასოწარკვეთილება ყოველდღიურად იზრდება, თან ამას ემატება ისიც, რომ ყველა ე.წ. არგუმენტი მათი მხრიდან – ხან არა ბრენდირებულ მარკერებზე აპელირება და ხანაც გენდერული დისბალანსის “აღმოჩენები”, არაფრის მომცემია”,- ამის შესახებ ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

,,ეს თითიდან გამოწოვილი საკითხები, ვერანაირად ვერ იქონიებდა გავლენას არჩევნების საბოლოო შედეგებზე და შესაბამისად მის ლეგიტიმაციაზე. ოპოზიციამ ეს იცის, მაგრამ ისიც იცის, რომ მათ რადიკალიზმსაც და მხარდაჭერასაც ძალიან მალე ეწურება ვადა, სწორედ ეს გახლავთ მათი გააფთრებული გაფართხალების მიზეზიც“, – წერს ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები