ანჯაფარიძე – გვარამიაზე: სისხლიანი ცხრა წლის სამუზეუმო რელიქტად დარჩა და დარჩება

“ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია და არ გათეთრდება, გვარამია რა საშუალებებითაც არ უნდა რეცხონ. პრემიებიც მისცეს, ევროპაში და ამერიკაში ატარეს, შეიწყალეს,, მაგრამ იმ სისხლიანი ცხრა წლის სამუზეუმო რელიქტად დარჩა და დარჩება”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ის ნიკა გვარამიას მიმართვას ეხმაურება, რომ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები პარლამენტში არ უნდა შევიდნენ.

“საკუთარ პარტიაშიც პატარა დიქტატორად ჩამოყალიბდა, როგორც ხედავთ.

და რატომ უკვირს ვინმეს, რომ ხალხის უმრავლესობას არ სურს ასეთები ხელისუფლებაში იხილონ. ერთხელ უკვე იყვნენ და ეყოფათ”- წერს ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები