31 ოქტომბრის მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 566 ათასი ადამიანია

საპენსიო სააგენტოს 31 ოქტომბრის სტატისტიკური მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 566 ათასი ადამიანია.

მათი ცნობით, 2024 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 13.879-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 53.3 მლნ ლარი.

“საპენსიო აქტივების ღირებულება შეადგენს 5.8 მლრდ ლარს, მათ შორის, დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.35 მლრდ ლარს გადააჭარბა”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები