“რადიკალების მთავარი პრობლემა ზუსტად ეს არის – პერიოდულად აღიარებენ იმას, რომ რადიკალები არიან” – ლევან ნიკოლეიშვილი
“ამ რადიკალების მთავარი პრობლემა ზუსტად ეს არის – პერიოდულად აღიარებენ იმას, რომ რადიკალები არიან, რომ მათთვის მთავარი სიმართლე, ფაქტები და მტკიცებულებები კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ თუ როგორ აწევენ მუხტს, როგორ შეძლებენ ქუჩაში ხალხის გამოყვანას, შემდგომი არეულობისათვის”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“თან თავიანთ მომხრეებს იმასაც ეუბნებიან – ეს ჩვენ აგაგდეთ, ასე გვინდოდა და იმიტომ მერე რა, რომ სიმართლე სხვა არისო…ძალიან სამარცხვინო და ამორალურია ამ ყველაფრის მოსმენა, ოღონდ ცოტა სასარგებლოც, იქნებ ისევ მათი აგდებული ხალხიდან მიხვდეს ვინმე, როგორ აპამპულავებენ და უაზროდ დაატარებენ ქუჩა-ქუჩა, ოღონდ თავიანთი პირადი მავნებლობა დაიკმაყოფილონ”, – წერს ნიკოლეიშვილი.