ორგანიზაცია „დაიტოვეს“ წევრი: ვიწყებთ ქალაქის პარალიზებას დღეიდან და ვემზადებით იმ დღისთვის, როდესაც მთელი საქართველო ფეხზე დადგება

„ვიწყებთ ქალაქის პარალიზებას დღეიდან და ვემზადებით იმ დღისთვის, როდესაც მთელი საქართველო ფეხზე დადგება”, – ამის შესახებ ორგანიზაცია „დაიტოვეს“ წევრმა განაცხადა.

მისი თქმით, ისინი აპირებენ, თბილისის ორივე სანაპირო გადაკეტონ.

ამ დროისთვის,  მტკვრის ორივე მხარე აქტივისტების მიერ არის გადაკეტილი.

ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიციაც.

აქციის მონაწილეები ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები