ალექსი დავითაშვილი ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში მერვედ გახდა

ლას-ვეგასში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში ქართველმა მძიმეწონოსანმა ალექსი დავითაშვილმა ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა.

ფინალში მან მონღოლი ძიუდოისტი დაამარცხა და პლანეტის საუკეთესო ძიუდოისტი ზედიზედ მერვედ გახდა. აღსანიშნავია, რომ დავითაშვილი რვა გზის ფალავანია ქართულ ჭიდაობაშიც.

7 ნოემბერს, ვეტერანთა მსოფლიოს პირველობის დასკვნითი შეჯიბრის დღეს, ოთხი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები