“ტრამპის გამარჯვებით იმედია, დიდწილად, დასრულდება ბაიდენის მთავრობის გატარებული და ჩვენი მთავრობისთვის პრობლემური “გლობალისტურ-ლიბერალური” პოლიტიკა” – ანჯაფარიძე
“ტრამპის გამარჯვებით იმედია, დიდწილად, დასრულდება ბაიდენის მთავრობის გატარებული და ჩვენი მთავრობისთვის პრობლემური “გლობალისტურ-ლიბერალური” პოლიტიკა, აქედან გამომდინარე შედეგებით”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
ის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას კიდევ ერთხელ ეხმაურება.
“ამერიკა გლობალურ ლიდერობაზე უარს, რა თქმა უნდა, არ/ვერ იტყვის, მაგრამ მომძლავრებულ მრავალპოლარული სამყაროს რეალობების გათვალისწინებაც მოუწევს. აი ამ ახალ რეალობაში უნდა იპოვოს პატარა საქართველომ ზუსტად ის “მაშველი რგოლი” რომელიც მას სჭირდება. თორემ, ხომ ვხედავთ, როგორ გვთავაზობენ სხვადასხვა მხრიდან სხვადასხვა “მაშველ რგოლებს”, – წერს ანჯაფარიძე.