ნათია მეზვრიშვილი პროკურატურაში დაიბარეს – ის საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს
“გახარია საქართველოსთვის” წევრი, ნათია მეზვრიშვილი პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა.
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მეზვრიშვილი აღნიშნავს, უწყებაში მისვლას არ აპირებს.
საქმე ეხება პროკურატურის გამოძიებას, რომელიც, ცესკოს მიმართვის საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე “სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით” დაიწყო.