ნიკოლეიშვილი – შალვა პაპუაშვილის ბრიფინგზე გამოყენებულ, საქართველოს რუკაზე: ყალბად ნუ “აღშფოთდებით” იმაზე, რაც ტყუილია – ოკუპირებული ტერიტორიები განსხვავებული ფერით არის მონიშნული! არავის არაფერი გაუქრია
“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ნიკოლეიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრიფინგზე გამოყენებულ, საქართველოს რუკასთან დაკავშირებით ოპოზიციური სპექტრის რეაქციებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი თქმით, “არ არის საჭირო ყალბად აღშფოთება იმაზე, რაც ტყუილია, ვინაიდან რუკიდან ოკუპირებული ტერიტორიები არავის გაუქრია და ისინი განსხვავებული ფერით არის აღნიშნული”.
“თავს ნუ გაიმაიმუნებთ ბოლომდე და ყალბად ნუ “აღშფოთდებით” იმაზე, რაც ტყუილია. ოკუპირებული ტერიტორიები განსხვავებული ფერით არის მონიშნული! არავის არაფერი არ გაუქრია!”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.