პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის უფროსი ავთანდილ კუნჭულია აცხადებს, რომ
ოპოზიცია არ თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან, რადგან მათ არ გააჩნიათ არცერთი ფაქტი და მტკიცებულება.
„ქართული ოცნება“ მზად არის ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებებთან და ფაქტებით დადასტურებული მტკიცებულებები წარადგინოს იმასთან დაკავშირებით, რომ რადიკალური ოპოზიცია მუდმივად არღვევდა კანონს, მოიპოვებდა პერსონალურ მონაცემებს და ამუშავებდა კანონსაწინააღმდეგოდ, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების ნების საწინააღმდეგოდ. ისინი არეგისტრირებდნენ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრებად, რათა არჩევნებზე მისულ ამ ადამიანებს არ ჰქონოდათ ხმის მიცემის საშუალება რეგისტრაციის მისამართის შესაბამისად“, – აღნიშნავს კუნჭულია.