“არ ვპასუხობ შეკითხვებს” – ზურაბიშვილი პროკურატურასთან თანამშრომლობაზე ისევ უარს ამბობს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დღეს პროკურატურაშია დაბარებული, საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობასა და ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს.

პროკურატურაში ზურაბიშვილი არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებული მტკიცებულებების წარსადგენად არის დაბარებული.

“შეუდგეს პროკურატურა თავის საქმეს, პრეზიდენტი კი თავის საქმეს მიხედავს”, – განაცხადა პრეზიდენტმა გუშინდელ ბრიფინგზე.

რამდენიმე წუთის წინ, სალომე ზურაბიშვილი ათონელის სასახლეში მივიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები