მაჭარაშვილი – ოპოზიციაზე: პატრონებთან აქვთ თავიანთი დამოკიდებულება, ფული რომ აიღეს და ვერაფერი შედეგი დადეს
“პატრონებთან აქვთ თავიანთი დამოკიდებულება, ფული რომ აიღეს და ვერაფერი შედეგი დადეს”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საპარლამენტო ოპიზიციაზე საუბრისას განაცხადა.
“სოციალურ ქსელში ერთმანეთს ეჯიბრებიან – ჩემი ვიდეო შენ რატომ გამოაქვეყნეო. შესაბამისად, რამე ფაქტები მათ რომ ჰქონდეთ, აქამდე გაასაჯაროებდნენ და პროკურატურაში რიგები დადგებოდა, მაგრამ არაფერი ფაქტი არ აქვთ და ახლა არიან უბრალოდ აგონიაში. პატრონებთან აქვთ თავიანთი რაღაც დამოკიდებულება, ფული რომ აიღეს და ვერაფერი შედეგი დადეს, ახლა გარკვეული პასუხისმგებლობები, როგორც ჩანს, არის მათი პატრონების წინაშე. ეს მათი პრობლემაა, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ცხოვრებას“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.