რუსმა სამხედროებმა სელიდოვოსა და ვიშნევოეზე სრული კონტროლი მოიპოვეს

24 საათის განმავლობაში, რუსმა სამხედროებმა მთლიანად დაიპყრეს სელიდოვო, ისევე როგორც ვიშნევოე, რომელიც დასავლეთით, რამდენიმე კილომეტრშია. მათ ასევე აიღეს კურახოვკას აღმოსავლეთით მდებარე ზორიანე. გარდა ამისა, მათი წინსვლა შეინიშნება ნოვოდმიტროვკას რაიონში.

უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 134 სამხედრო შეტაკება მოხდა, ხოლო ყველაზე ცხელი იყო პოკროვსკოეს და კურახოვკას მიმართულებები.

“ვითარება კვლავ დაძაბულია პოკროვსკის მიმართულებით, სადაც ჩვენმა დამცველებმა შეაჩერეს აგრესორის 28 თავდასხმა და შეტევითი ქმედება მიროლიუბოვკას, ლუჩის, მირნოგრადის, ლისოვკას, სუხოი იარის, ნოვოგროდოვკას, ვიშნევოეს, კრუტოი იარსა და სელიდოვოს დასახლებებზე”,- აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები