“ოპოზიციამ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენა საკუთარი თავი, ვიდრე არჩევნებამდე იყო” – იონათამიშვილი

“არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გაექცეს, მით უმეტეს, მატყუარა ადამიანებს, ვინც კადრულობს, რომ საკუთარი ამომრჩეველიც კი გადააგდოს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, ოპოზიციამ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენა საკუთარი თავი, ვიდრე არჩევნებამდე იყო.

“ოპოზიციამ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენა საკუთარი თავი, ვიდრე არჩევნებამდე იყო, ვინაიდან ისევ ამ დეზინფორმაციის და ტყუილით სცადა ფონს გასვლა და კიდევ უფრო ბუმერანგივით დაუბრუნდა უკან.

ისინი ემზადებოდნენ არა არჩევნების დღისთვის, არამედ მეორე დღისთვის და მეორე დღესაც ისეთივე მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ, როგორც მანამდე იყვნენ. როგორც ჩანს რაც დრო გავა ოპოზიცია კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში იქნება, რაც სასარგებლოც იქნება დემოკრატიული პროცესებისთვის ჩვენს ქვეყანაში.

ჩვენ ბოლომდე მივყვებით ამ პროცესებს, ვინაიდან არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გაექცეს, მით უმეტეს მატყუარა ადამიანებს, ვინც კადრულობს, რომ საკუთარი ამომრჩეველიც კი გადააგდოს”, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები