“ოპოზიციის განწირულ გოდებას არჩევნების შესახებ ემატება უტყუარი ფაქტი, რომ მათმა პარტიულმა წარმომადგენლებმა უბნების კომისიაში ვერც ერთი სერიოზული და ხელმოსაჭიდი დარღვევა ვერ დააფიქსირეს” – ნიკოლეიშვილი
“ოპოზიციის განწირულ და მართლა ყალბ გოდებას არჩევნების შესახებ ემატება უტყუარი ფაქტი, რომ მათმა პარტიულმა წარმომადგენლებმა უბნების კომისიაში ვერც ერთი სერიოზული და ხელმოსაჭიდი დარღვევა ვერ დააფიქსირეს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ასევე, დარღვევები ვერ ნახა 1700-მა საერთაშორისო დამკვირვებლებმა და უცხოური მედიის წარმომადგენლებმა.
“მხოლოდ ადგილობრივი, მათ მიერ შექმნილი მისიები წიკვინებენ სისულელეებს, მათ შორის ისეთებს, რომ მომღიმარი ბეჭდებიანი ქალი აშინებდა ხალხს. ახლა კი სხედან რაღაც “შავი ყუთის” გარშემო და შამანებივით ლოცულობენ იქნებ საოცრება მოხდეს და არჩევნების გაყალბება დაუდასტურდეთ”, – წერს ნიკოლეიშვილი.