“ამ „გაწამაწიაში“ ძალიან სასაცილო როლი აქვს სალომე ზურაბიშვილს, მას დიდად არც არაფერი ეკითხება” – ლევან ნიკოლეიშვილი

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი კიდევ ერთხელ ეხმაურება.

მისი შეფასებით, ქვეყანაში არჩევნები შედგა.

“საქართველოში არჩევნები შედგა: გვყავს გამარჯვებული პარტიაც, ბარიერგადალახულებიც და გადაულახავებიც, ხელმოცარულებიც, რაც უკვე აღიარა ბევრმა საერთაშორისო დამკვირვებელმა. დანარჩენი, ვინც ყოყმანობს, მათი სიტყვა გახვრეტილი გროშის ტოლფასია, ვინაიდან ისინი ელოდებიან ერთის (გინდა ქვეყანა იგულისხმეთ და გინდაც ადამიანი) სიტყვას და სამწყობრო წესით დაეწყობიან და იმავეს იტყვიან, თან ისე, რომ არც შერცხვებათ.

ახლა მიდის გაქანებული ვაჭრობის მცდელობა ჩვენთან, ლამისაა, დახლი დადგან და ისე გვევაჭრონ. ვაჭრობა სულაც არა არის დასაძრახი რამ, მე ძალიან მიყვარს, მაგალითად ბაზარში პროდუქტების საყიდლად წასვლა, გლეხებთან მუსაიფი, რომელიც თავის მოწეულ ხილს რომ შემოგთავაზებს გასასინჯად, პატიოსნად აგიწონის, ერთ ვაშლს თუ მსხალს კი არ ამოაკლებს, პირიქით დაგიმატებს კიდეც. აი ქორვაჭარი და გადამყიდველი კი მართლა არ მიყვარს, ჯერ რომ ფასს არ აკლებს და მერე ლამის ოხრახუშის ფოთოლი შუაზე გაჭრას ზედმეტი წონის გამო. სწორედ ასეთ ქორვაჭრებს და გადამყიდველებს დაემგვანნენ ადგილობრივი თუ უცხოელი რადიკალი პოლიტიკოსები, ოღონდ ამას ემატება კიდევ ერთი უბედურება ძველ, გაფუჭებულ საქონელს გვთავაზობენ, თან ურცხვად გვიმტკიცებენ გინდა თუ არ კარგიაო. ამ „გაწამაწიაში“ ძალიან სასაცილო როლი აქვს სალომე ზურაბიშვილს, მას დიდად არც არაფერი ეკითხება, დახლის გარშემო დგას გვიმტკიცებს, რომ აი, ის ვადაგასული პროდუქტი გინდა თუ არა უნდა იყიდოთო. გვერდით გაიწიეთ ქალბატონო მავნებელო, მანამდე კი იქნებ ის გვითხრათ, აი, უცხოეთიდან რომ საქონელი შემოიტანეთ, „ტექნიკური მთავრობა, აპოლიტიკური პრემიერი, ახალი არჩევნები“, თავიდანვე ვადაგასული და გაფუჭებული იყო თუ აქ ვერ შეინახეთ და დალპა? ასე ბატონებო და ქალბატონებო, პოლიტიკურ ვაჭრობას კი მიყვეს ხელი ჩვენთან ამ სპეკულანტებმა, მაგრამ იმას არ კითხულობენ ამდენმა ადამიანმა, რომ მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ დედ-მამის და ღვთის მოძულე სუბიექტების გამო შეურაცხყოფა უნდა მივაყენოთ? ხალხი მოვიდა, ხმა მისცა, ქვეყნის სამართავად ნდობა გამოუცხადა, თქვენ გვეუბნებით არაო?! ეს ჩვენ გეუბნებით არას! ჩვენი ორი მეზობელი სახელმწიფოს მილოცვასაც შეგახსენებთ, მარტივად რომ ვთქვათ, აზერბაიჯანს და სომხეთს ორივეს ძალიან უნდათ საქართველოში მშვიდობაც და სტაბილურობაც, ამიტომაც გვილოცავენ გულწრფელად. აი ვისაც არ უნდა, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მათ არეულ-დარეული, ღირსება აყრილი და დამონებული საქართველო ხილვა სურთ, ჩვენ კი კიდევ ერთხელ ვეუბნებით, არ გამოვა თქვენებურად, გინდა სალომე ზურაბიშვილმა ირბინოს დახლის გარშემო და გინდათ მთელ ოპოზიციამ სტადიონზე ნორმატივების ჩაბარებაში ახალი რეკორდი მოხსნას”, – წერს ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები