“მიტინგები და არეულობა რომ მოაწყოთ იმ მოხალისეებს გულისხმობთ ალბათ” – უკრაინელი მოხალისეებისთვის ბინის ძებნის განცხადებას მოქალაქეთა უკმაყოფილება მოჰყვა

სოციალურ ქსელში ერთ-ერთ ჯგუფში უკრაინელი მოხალისეებისთვის თბილისში ბინის ძებნის განცხადებას საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა.

“მეგობრებო ბევრი ბინები გვჭირდება უკრაინელი მოხალისეებისთვის იაფად, თუნდაც გაურემონტებელი”,-წერდა განცხადების ავტორი.

სოციალური ქსელის მომხმარებლებმა აღნიშნულ განცხადებას უკმაყოფილო კომენტარებით უპასუხეს.

“რისი მოხალისეები არიან, რა ეხალისებათ, აგვიხსენით წესიერად. კაცები უკრაინაში უნდა იყვნენ აქ რა ეხალისებათ?”,- წერს ერთ-ერთი კომენტარის ავტორი.

“მიტინგები და არეულობა რომ მოაწყოთ იმ მოხალისეებს გულისხმობთ ალბათ, აბა ჩვენ მოხალისეები არ გვჭირდება ღმერთმა დაგვიფაროს, რას წერთ თვითონაც ვერ გაგიგიათ”.

“ქართველებზე იზრუნეთ. დანარჩენი ყველა გაუშვით თავიანთ ქვეყანაში”, – წერენ აღშფოთებული მოქალაქეები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები