თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია განცხადებას ავრცელებს

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომისიის განცხადებაშია აღნიშნული, უწყებათაშორისი კომისია არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით გაავრცელონ კონკრეტული ფაქტებით გამყარებული ინფორმაცია, ნაცვლად ზოგადი, არაიდენტიფიცირებადი და ბუნდოვანი შინაარსის მქონე განცხადებებისა.

„წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევებთან, მათ შორის, ამომრჩევლებისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევასთან დაკავშირებით სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად დეზინფორმაციის გავრცელების აღკვეთის, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების ეფექტიანი პრევენციისა და მათზე სათანადო რეაგირების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს:

– საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით გაავრცელონ კონკრეტული ფაქტებით გამყარებული ინფორმაცია, ნაცვლად ზოგადი, არაიდენტიფიცირებადი და ბუნდოვანი შინაარსის მქონე განცხადებებისა;

– თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მანდატის გათვალისწინებით, საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით ითანამშრომლონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიასთან“, – ნათქვამია ინფორმაციაში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები