ალექსანდრე დარახველიძე: შინაგან საქმეთა სამინისტრო ეფექტურად ახორციელებს თავისი დანაყოფების აღჭურვასა და გადაიარაღებას

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, უწყება სამართალდამცველების სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და მათი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლებას მუდმივ რეჟიმში ახორციელებს.

როგორც ალექსანდრე დარახველიძემ „რუსთავი 2“ – ის ეთერში, გადაცემა „დღის კურიერში“ განაცხადა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაზის აშენებაც სწორედ აღნიშნული პროცესის ნაწილია.

“ეს არის მუდმივი პროცესი , წლებია შინაგან საქმეთა სამინისტრო ეფექტურად ახორციელებს თავისი დანაყოფების აღჭურვას და გადაიარაღებას. გაიხსნა პოლიციის არაერთი ახალი შენობა, ასევე მოხდა გადაიარაღება, ავტოპარკის და სხვა იმ საშუალებების განახლება, რომლებიც აუცილებელია პოლიციის გამართული ფუნქციონირებისთვის. ეს არის გრძელვადიანი გეგმა, რომელიც დასახული აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ჩვენ ეტაპობრივად უზრუნველვყოთ ჩვენი ყველა დანაყოფის სათანადო აღჭურვას იმისათვის, რომ პოლიციამ ეფექტურად შეასრულოს მასზე დაკისრებული ამოცანები“ – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

შეგახსენებთ რომ, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს ახალ, თანამედროვე სტანდარტების ბაზას ეწვია.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი ბაზა 20000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული.
ბაზის ტერიტორია მოიცავს 150 თანამშრომელზე გათვლილ სამსართულიან ყაზარმას, სადაც მოწყობილია თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი სამუშაო და მოსასვენებელი ოთახები.
ბაზის ტერიტორიაზე, ასევე, მოეწყო სამორიგეო და საიარაღო სივრცეები. აშენდა სასადილო, ასევე, სპორტული დარბაზი, რომელიც აღჭურვილია უახლესი სპორტული ინვენტარით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები