რატი ბრეგაძე: ყველა მიწის ნაკვეთი აიზომა სრულიად უფასოდ და გადაეცათ საკუთრებაში საქართველოს მოქალაქეებს – მათ შეუძლიათ, ეს მიწის ნაკვეთები ჩაუშვან ეკონომიკურ ბრუნვაში და მიიღონ დამატებითი შემოსავალი

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მიწის სისტემური რეგისტრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოში არ დარჩება არც ერთი ადამიანი, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლოა, ეკუთვნოდეს მიწის ნაკვეთი და ეს ნაკვეთი არ იყოს შესაბამისი წესით აზომილი და დარეგისტრირებული.

„ყველა მიწის ნაკვეთი აიზომა სრულიად უფასოდ და გადაეცათ საკუთრებაში საქართველოს მოქალაქეებს. მათ შეუძლიათ, ეს მიწის ნაკვეთები ჩაუშვან ეკონომიკურ ბრუნვაში და მიიღონ დამატებითი შემოსავალი. საქართველოში არ დარჩება არც ერთი ადამიანი, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლოა, ეკუთვნოდეს მიწის ნაკვეთი და ეს ნაკვეთი არ იყოს შესაბამისი წესით აზომილი და დარეგისტრირებული. ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში 100%-ით სრულად იქნება გარკვეული, თუ რომელი მიწის ნაკვეთი ეკუთვნის სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტს თუ კერძო პირს”, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები