გენო პეტრიაშვილი: ჩვენი ვალია, რომ ჩვენს პატარა საქართველოს გავუფრთხილდეთ და ავაშენოთ ძალიან ლამაზი ქვეყანა, ამისათვის ყველამ ერთად უნდა დავუჭიროთ მხარი “ქართულ ოცნებას”

,,ჩვენი თითოეულის ვალია, რომ ჩვენს პატარა საქართველოს გავუფრთხილდეთ და ავაშენოთ ძალიან ლამაზი ქვეყანა. ამისათვის ყველამ ერთად უნდა დავუჭიროთ მხარი “ქართულ ოცნებას”,- ამის შესახებ “ქართული ოცნებიდან” პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატმა, გენო პეტრიაშვილმა განაცხადა.

პეტრიაშვილის თქმით, არავის მიეცემა იმის საშუალება რომ ქვეყანაში ბომბები ცვიოდეს.

“თითოეული ჩვენგანის უმთავრესი მიზანი არის ის, რომ ჩვენ ვართ მშვიდობის, ღირსების, პატიოსნების და ქართველი ერის სიძლიერის მხარეს. არ დავუშვებთ და არცერთ პოლიტიკურ ძალას და გაერთიანებას არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ ჩვენს ქვეყანაში ისევ ცვიოდეს ბომბები და ჩვენი ქვეყანა ისევ თავდაყირა დააყენონ. ჩვენი თითოეულის ვალია, რომ ჩვენს პატარა საქართველოს გავუფრთხილდეთ და ავაშენოთ ძალიან ლამაზი ქვეყანა. ამისათვის ყველამ ერთად უნდა დავუჭიროთ მხარი “ქართულ ოცნებას” და გავაფერადოთ 41 ნომერი,” – აცხადებს პეტრიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები