“ქართული ოცნების“ ღონისძიების რეჟისორი: დღეს ამინდმა გაგვიმართლა და ძალიან ბევრ ხალხს ველოდებით

ძალიან ბევრ ხალხს ველოდებით. ელოდებათ კარგი განწყობა, საინტერესო გამოსვლები,- ამის შესახებ დღეს დაგეგმილი “ქართული ოცნების” დასკვნითი ღონისძიების რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე აცხადებს.

რეჟისორის თქმით, დღევანდელ ღონისძიებაზე მისულ მოქალაქეებს “ქართული ოცნების” ხელმძღვანელი პირების საინტერესო გამოსვლები ელით.

“დღეს ამინდმა გაგვიმართლა და ძალიან ბევრ ხალხს ველოდებით. ელოდებათ კარგი განწყობა, საინტერესო გამოსვლები, ლიდერშიპი, რომელიც საარჩევნო კამპანიას შეაფასებს და გასცემს იმ ყველაზე მნიშვნელოვან დაპირებებს, რასაც საქართველოს მოსახლეობას ჰპირდებიან მომავალი 4 წლის განმავლობაში. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს იქნება მშვიდობა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შევხვდებით მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის და უკვე ევროკავშირის წევრები ვიქნებით,“-განაცხადა ბაკურ ბაკურაძემ.

“ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება თბილისში, თავისუფლების მოედანზე 19:00 საათზეა დაგეგმილი.

შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარტიის სხვა ლიდერები.

პარტიულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, მოძრაობა დილიდან გადაკეტილია რუსთაველის გამზირზე, სადაც უკვე დასრულებულია საორგანიზაციო სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები