სავარაუდო შურისძიება – 26 წლის მამაკაცის მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

თბილისში გვიან ღამით მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, 26 წლის
ტატო ფირცხალაიშვილის მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რასაც მალევე ორმხრივი სროლა მოჰყვა.

“კურიერთან” საუბრისას თვითმხილველები ამბობენ, რომ მომხდარი შურისძიებას უკავშირდება. სავარაუდოა, რომ თავდამსხმელი მამაკაცს მანქანიდან უთვალთვალებდა.

“ყვირილისა და ჩხუბის ხმა იყო. ჯერ სცემეს ერთმანეთი, რამდენიმე წუთის შემდეგ გასროლის ხმა გაისმა, დაახლოებით 4-ჯერ. შემდეგ ეგრევე მიიმალა, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა ის ბიჭი. შურისძიების ნიადაგზე გააკეთა მსგავსი რაღაც”, – ამბობს თვითმხილველი “კურიერთან”.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გვიანობამდე მიმდინარეობდა, შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები