გია აბაშიძე: საღად მოაზროვნე ადამიანების ნაწილი ტოვებს ნაცრადიკალურ პარტიებს და ეს პროცესი უფრო ინტენსიური ხდება, მეტმა უნდა გააცნობიეროს, რომ ფარსია იმის წარმოჩენა, გინდ თაღლითი ხაზარაძე, გინდ მოღალატე გახარია დამოუკიდებელი პერსონაჟები არიან

“საღად მოაზროვნე ადამიანების ნაწილი ტოვებს ნაცრადიკალურ პარტიებს, ზოგი საჯარო განცხადებით, ზოგი უხმოდ და ეს პროცესი უფრო ინტენსიური ხდება”, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რითაც ეხმიანება ორი წევრის მიერ გახარიას პარტიის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, მეტმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ხაზარაძე და გახარია “ნაციონალური მოძრაობისგან” დამოუკიდებლები არ არიან.

“საღად მოაზროვნე ადამიანების ნაწილი ტოვებს ნაცრადიკალურ პარტიებს, ზოგი საჯარო განცხადებით, ზოგი უხმოდ და ეს პროცესი უფრო ინტენსიური ხდება. მეტმა უნდა გააცნობიეროს, რომ ოპოზიციურ ველზე “ნაცმოძრაობის” დროებითი დომინირების პირობებში, ფარსია იმის წარმოჩენა, რომ გინდ თაღლითი ხაზარაძე, გინდ მოღალატე გახარია არიან დამოუკიდებელი პერსონაჟები და არ “ეფიცხებიან” რევანშისტების ფსევდო-რევოლუციურ ჩაქრობად “ჩირაღდანს”. როგორც კი ავაზაკების – სააკაშვილის, კეზერაშვილის, გახარიას, ხაზარაძის და მათნაირთა ბოგინი კანონიერად დასრულდება პოლიტიკურ სივრცეში, მალევე დაიწყება კონსტრუქციული ოპოზიციური ფლანგის გაძლიერება.”- წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები