გიორგი ბოჭორიშვილი – Global Finance-ს ვურჩევდი, უფრო წონიანი ავტორები დაექირავებინა და მერე შეეფასებინათ სებ-ის საქმიანობა
ექსპერტი გიორგი ბოჭორიშვილი Global Finance-ს ანგარიშს ეხმაურება, რომლის მიხედვით, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობს შემსრულებლის საქმიანობა დაბალი ქულითაა შეფასებული.
როგორც გიორგი ბოჭრიშვილი წერს, ანგარიში გაუგებარ ფაქტებს ეყრდნობა და ავტორები მიკერძოებულ შეფასებას აქვეყნებენ.
„ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს,_მხოლოდ ეს წინადადებაც საკმარისი იქნებოდა ერთ-ერთი ქართული მედია-საშუალების დღეს გამოქვეყნებული რეიტინგის შესაფასებლად. თუმცა, მაინც დავინტერესდი და თემის რეალურ სტატისტიკასაც გადავხედე.
რომელიღაც უცხოური სარეიტინგო გამოცემას დაუდია შეფასება, რის მიხედვითაც საქართველოს ეროვნულ ბანკს და მისი პრეზიდენტს დაბალი კატეგორია მიანიჭეს. ამ გამოცემის და იმ რეიტინგების დამრიგებელ ორგანიზაციას მინდა შევახსენო, რომ ცენტრალური ბანკების ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ინფლაციის კონტროლი და რეგულირებაა. იმ შემფასებელზე “ოდნავ” უფრო კომპეტენტური ორგანიზაციების დათვლით, ინფლაცია 2023-2024 წლებში რეკორდულად დაბალი იყო და 1%-ის ფარლებში მერყეობდა. არ მოგეჩვენათ, 1%.
კომბანკების სტაბილურობის მხრივ, მსოფლიო ბანკის შეფასებით(ესენიც არ არიან მთლად ხელწამოსაკრავები), ქართული კომერციული ბანკები აღმოსავლეთ ევროპაში მოწინავეა სტაბილურობით და მაღალი კაპიტალიზაციით. ესეც ეროვნული ბანკის ძირითადი ფუნქციათაგანია.
FITCH-ის რეიტინგს რაც შეეხება, BB დონეზე ვართ ისევ სუვერენულ საკრედიტო რეიტინგში. მის კალკულაციაში საბანკო სექტორს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია.
გუშინ გაზრდილ სავალუტო ინტერვენციაზე ედავებოდნენ რეგულატორს, ამდენი დოლარი რატომ გაყიდეთ, კურსი რომ არ გაგქცეოდათო? დღეს ედავებიან კურსმა რატომ დაიწიაო.
გასაგებია, არჩევნები მოდის. აგერ, კარს მოგვადგა და ვისაც 2 კაპიკი ემეტება, ყველა მედია-საშუალებებში “ასხამს”, თავისი ლუკმა რომ მოციცქნოს მსუყე ტორტიდან. მინდა “დაგამშვიდოთ”, თუ საფინანსო სისტემას წერაქვებით მიადგებით და ნგრევას დაუწყებთ, თუ საეჭვო წარმომავლობის ორგანიზაციებს დაარუპორებთ, ამით ვერაფერს მოიგებთ და საბოლოო ჯამში ის ტორტი ლაყე კვერცხიდან გამომცხვარი დაგრჩებათ და სიტკბოს ნაცვლად, მხოლოდ გოგირდის გემოღა დაგრჩებათ. გოგირდს კი, ვის უხრჩოლებენ, თავადაც გეცოდინებათ„ – წერს გიორგი ბოჭორიშვილი.