თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ავტოავარია მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სასწრაფო დახმარების მანქანა შეეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად, მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.