საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ალბანეთთან მატჩში დამარცხდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ალბანეთთან მატჩში დამარცხდა.

დღევანდელი შეხვედრა ანგარიშით 0:1 დასრულდა.

ერთა ლიგის B დივიზიონის მეოთხე ტურში საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ალბანეთს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა.

როგორც ცნობილია, უეფას „ერთა ლიგის“ B1 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჩეხეთის, ალბანეთისა და უკრაინის ნაკრებები არიან. ჯგუფში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ამ დროისთვის, 6 ქულა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები