ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე, რუსეთმა საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებზე ძებნა გამოაცხადა

რუსმა გამომძიებლებმა საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადეს საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძე და უკრაინის მოქალაქე სერგეი ანდრეიჩენკო, რომლებსაც რუსეთის უშიშროების ძალები 2022 წლის ოქტომბერში ქერჩის ხიდის დაბომბვაში მონაწილეებად მიიჩნევენ, – ინფორმაციას რუსული მედია ბრალდებულების საქმის მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებს ბრალი „ტერორიზმში“ და ასაფეთქებელი ნივთიერების შეძენასა და კონტრაბანდაში ედებათ.

ამასთან, როგორც გამოცემა TASS აღნიშნავს, ადრე მოსკოვის სასამართლომ ამ საქმეზე ინასარიძე დაუსწრებლად დააკავა. ამასთან, ბრალდებულის ადვოკატმა სასამართლოში განაცხადა, რომ მისი მონაწილეობა იმ დანაშაულის ჩადენაში, რაშიც ინასარიძეს ედება ბრალი, სათანადოდ არ არის დადგენილი და მისი მონაწილეობის მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, 2022 წლის 8 ოქტომბერს ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანა ააფეთქეს. დაიღუპა ოთხი ადამიანი, ჩამოინგრა ყირიმისკენ მიმავალი ხიდის საავტომობილო ნაწილის ორი ზოლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები