„ქართული ოცნების“ დელეგატი ნიკა ელისაშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნავთლუღში ახლად რეაბილიტირებულ სკვერში მოქალაქეებს შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი, ნავთლუღში, გაბრიელ სალოსის გამზირის N17-ში, ახლად რეაბილიტირებულ სკვერში მოქალაქეებს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს რაიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. ასევე, გაცვალეს მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება ნავთლუღისა და მთლიანად ისნის რაიონის კიდევ უფრო განვითარება.

ნიკა ელისაშვილმა ამომრჩეველს არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები